2015-01-23 12:50:19, 708 ნახვა
ეკონომიკა
სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2,03 ლარად არის შესაძლებელი
ლარის კურსი ვარდნას კვლავ განაგრძობს.
სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.01 – 2.03 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.
სავალუტო ჯიხურების მეპატრონეთა ინფორმაციით, არსებული კურსი დილიდან მოქმედებს. ისინი ლარის კურსის ვარდნას კვლავ ვარაუდობენ.
რაც შეეხება, კომერციულ ბანკებს, 1 დოლარის შეძენა 2,01-2,04 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გუშინ ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც 1 დოლარი 1.9847 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო 2.3076 ლარი, რაც გუშინდელ კურსზე 0.0471 ლარით მეტია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან