2015-01-23 10:45:19, 347 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ხელშეკრულებაზე პრეზიდენტთან კონსულტაციები დღეს გაგრძელდება
აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ხელშეკრულებაზე პრეზიდენტთან კონსულტაციები გაგრძელდება.
გიორგი მარგველაშვილი დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს და სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 12:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან