10:34 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 19:23:30, 418 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის სავარაუდო თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით  გამოსვლის სავარაუდო თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ამის შესახებ,  პრეზიდენტის საპარალამენტო მდივანმა  გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის გადადებას რეგლამენტი ითვალისწინებს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  მუშაობა მიმდინარეობს.  უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი პრეზიდენტის პარლამენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის სავარაუდო თარიღი, რაც რა  თქმა უნდა პარლამენტის აპარატთან და ხელმძღვანელობასთან ერთობლივად იქნება ჩამოყალიბებული და ამის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის გადავადება პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით ხდება, რომელიც კანონის ძალის მატარებელი აქტია.როგორც წესი, გამოსვლა საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს იმართება  და გამონაკლისებსაც გულისხმობს. თუ გადავავლებთ თვალს, უკანასკნელი პერიოდის მოხსენებებს ყოველთვის ცოტა მოგვიანებით ხდება ხოლმე  პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში“,-განაცხადა გიორგი კვერენჩხილემ.
კითხვაზე გაიმართება თუ არა დებატები- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ნებისმიერ ფორმატში შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის პოლიტიკურ დებატებშიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics