15:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 13:21:37, 589 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასებაში მსოფლიო ბანკის ექპერტები ჩაერთვებიან

„სტიქიის შედეგად მიყენებული  ზარალის შეფასებაში მსოფლიო ბანკის ექსპერტები ჩაერთვებიან“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა,  ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს  განუცხადა.

მისი თქმით, ზარალის სავარაუდო  მოცულობა  ითქვა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ზუსტი შეფასება დაიდოს.

„ზარალის  სავარაუდო  რიცხვი ითქვა, მაგრამ  მაინც ძალიან  სწორი იქნება  დაიდოს ზუსტი შეფასება.  მსოფლიო ბანკის  რეგიონული დირექტორის წერილი მივიღეთ, რომ მსოფლიოს ბანკიდან გამოიყოფა  ექსპერტთა  ჯგუფი, რომელიც ჩაერთვება ზარალის შეფასებაში“,-განაცხადა გიორგი  კვირიკაშვილმა. 

ამასთან,  კვირიკაშვილის განცხადებით, როგორც საბიუჯეტო, ასევე კერძო სექტორიდან  თანხებთან დაკავშირებით კოორდინაცია  ხდება.

„გუშინ  ჰქონდა ფინანსთა მინისტრს იმ ბანკებთან შეხვედრა, ვინც სპეციალური ანგარიში  გახსნა.  როგორც იცით საბიუჯეტო ანგარიშიც არის გახსნილი და მინისტრის მიერ ხდება კოორდინაცია ამ მიღებული თანხებით მიზნობრიობაზე, რომ ოპტიმალურად იქნას  დაფარული ის საჭიროებები, რომლებიც   სტიქიის შედეგად გაჩნდა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics