15:01 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 10:01:55, 505 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე: ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით ადამიანს რიგითი მოქალაქე ვერ მოკლავდა

ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით ადამიანს რიგითი მოქალაქე ვერ მოკლავდა,-ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით, "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურისთვის მნიშვნელობა არ აქვს, დანაშაული ვინ ჩაიდინა. შოთაძე გარანტიას იძლევა, რომ ნებისმიერი პირი, რომლის დანაშაულებრივი ქმედებაც დადასტურდება, უმკაცრესად დაისჯება.

"როდესაც საუბარია ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით ადამიანის მკვლელობაზე, რა თქმა უნდა, ამას რიგითი ადამიანი და ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ შეასრულებდა. ერთადერთი ის შემიძლია განვაცხადო,  რომ არ აქვს პროკურატურისთვის მნიშვნელობა, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ის ადამიანი, ვინც მსგავსი ქმედება ჩაიდინა. არ აქვს მნიშვნელობა  ყოფილი,  თუ მოქმედი თანამდებობის პირია.ნებისმიერი პირი, რომლის დანაშაულებრივი ქმედებაც აღნიშნულ ფაქტში დადგინდება, დაისჯება უმკაცრესად.  ამის გარანტიას საზოგადოებას ვაძლევ",-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კითხვაზე-რატომ არ დაკითხულა ამ დრომდე ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე   ირაკლი ფირცხალავა, შოთაძემ განაცხადა, რომ  გამოძიებას  თავისი ტაქტიკა აქვს  და როცა ის იმ ეტაპამდე მივა, აუცილებლად დაიკითხება.

შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს. ფაქტთან დაკავშირებით, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics