|
2015-06-10 13:58:48, 586 ნახვა
ეკონომიკა
ყაზბეგის რაიონში მძიმეწონიანი მანქანების პარკინგის მოწყობის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
საქართველოს მთავრობა ყაზბეგის რაიონში მძიმეწონიანი მანქანების პარკინგის მოწყობის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხმალაძემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. კერძოდ, თბილისი-ყაზბეგის ცენტრალურ ავტო მაგისტრალთან ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან 18 კილომეტრში დასახლება ფანშეტთან შერჩეულია 30,600 კვ.მ მოსწორებული მიწის ფართობი, რაც იძლევა თანამედროვე ავტოპარკირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის საშუალებას და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოსარგებლე პირთა კომფორტული დასვენების პირობებს. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ინვესტორი ვალდებული იქნება მოაწყოს მყარი საფარით დაცული არანაკლებ 200 მანქანაზე გათვლილი ავტოპარკინგი და განათავსოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ასევე დამონტაჟდება სკანირების და რიგის მარეგულირებელი აპარატურა, აქვე იქნება საბაჟო პროცედურებისთვის განკუთვნილი ოფისიც. დაინტერესებულმა პირებმა 20 ივნისამდე უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)