04:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 18:57:24, 599 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა სწორი გადაწყვეტილება იქნება

ინფრასტრუქტურის  მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მიჩნევს, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუქნქციის გამოყოფა სწორი გადაწყვეტილება იქნება. 

ამის შესახებ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც დეპუტატები, საბანკო სექტორი და მთავრობის წევრები ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხს განიხილავენ.

„დღევანდელ შეხვედრაზე, საბანკო სექტორთან ამ საკანონმდებლო ინიციატივას განვიხილავდით. განხილვა არ დამთავრებულა, პროცესი გრძელდება და იმედია, მხარეები კონსესუსამდე მივლენ. რაც შეეხება ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხევდველობის ფუნქციის გამოყოფას, ამ ეტაპზე ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება“, – აღნიშნა ჯავახიშვილმა. 

 ცნობისთვის, სასტუმრო „რედისონში“  „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებების თაობაზე შეხვედრა იმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ კანონპროექტის ავტორები, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე და საბანკო სფეროს წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. შეხვედრა   საქართველოს ბიზნესომბუდმენის შუამდგომლობით ტარდება.შეხვედრის მიზანია კანონპროექტის განხილვა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისგან მოსაზრებების და წინადადებების მიღება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics