21:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 12:45:11, 631 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალციხის მუნიციპალიტეტში, ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

უწყება კაპრალ მირზა გიას ძე ჩაჩუას (დაბადებული 17.02.1987 წ.) გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლი ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური წვრთნის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის გულის უკმარისობით ახალციხის კლინიკა „უნიმედის“ რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას გულის პირდაპირი მასაჟის სარეანიმაციო ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა კაპრალ გია ჩაჩუას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ახალციხის რაიონულმა სამმართველომ, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics