14:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 13:41:17, 873 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში „სოკარის“ ოფისი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მთავრობის წევრებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და „სოკარის“ პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა ბათუმში საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნეს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხსართულიანი შენობა, რომლის მშენებლობაც 2012 წლის ბოლოს დაიწყო განთავსებულია 1598 მ2 მიწის ფართობზე და აღჭურვილია თანამედროვე საოფისე ფართებით, ტექნიკური და შეხვედრების ოთახებით, სასტუმრო ნომრებითა და სხვადასხვა  დანიშნულების სივრცით.

ოფისს ასევე გააჩნია აუზი, ფიტნესი და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი სივრცეები. შენობა, რომელიც არქიტექტორმა რაუფ ხიდიროვმა დააპროექტა ნეოკლასიკური სტილითაა აგებული და მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ბათუმში აზერბაიჯანის  რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნა ორ სახელმწიფოს შორის ბიზნესთანამშრომლობისა და ბიზნესის გაფართოების კიდევ ერთი მაგალითია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics