12:46 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 14:00:47, 689 ნახვა

სამართალი
255 მსჯავრდებული ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილება გააცნო.

უწყების ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 255 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის 3 ქალია, 5 მსჯავრდებული  კი გადაყვანილი იქნება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში.

„აღვნიშნავთ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადგილობრივ საბჭოებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დამყარებული იყოს სამართლიანობის პრინციპზე, რაც გულისხმობს უპირატესობის მინიჭებას სწორედ იმ მსჯავრდებულთათვის, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სარეჟიმო მოთხოვნების დაცვით,  გამოირჩეოდნენ ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში აქტიური ჩართულობით და გაცნობიერებული აქვთ ჩადენილი დანაშაულის შედეგად დამდგარი პასუხისმგებლობა.

სწორედ ამ პრინციპებით იხელმძღვანელეს ადგილობრივმა საბჭოებმა 1200-მდე განცხადების განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღეს მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი, სასჯელის მოხდის პერიოდში მათი ქცევა, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართულობა, მათი დამოკიდებულება წარსულში ჩადენილ დანაშაულთან და დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

შეგახსენებთ, რომ  5 კაციან ადგილობრივ საბჭოებში სასჯელაღსრულების სამინისტრო მხოლოდ 2 წევრითაა წარმოდგენილი, დანარჩენი ადგილები ნაწილდება არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლებზე.  შესაბამისად, საბჭო  სრულიად დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

მინისტრმა გათავისუფლებულებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ამ შანსს ღირსეულად გამოიყენებენ.

მსჯავრდებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღის განმავლობაში დატოვებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics