09:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 19:02:20, 386 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა მურმან დუმბაძისა და

საპარლამენტო უმრავლესობა მურმან დუმბაძისა და "თავისუფალი დემოკრატების  საპარლამენტო თანამდებობებიდან გადაყენებას გეგმავს. ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
როგორც საგანელიძემ აღნიშნა, პირადად მას ამ ადამიანების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა, პარლამენტის რეგლამენტით კონკრეტული წესებია განსაზღვრული.
"მე გახლავართ უმრავლესობის ლიდერი. შესაბამისად, ის კვოტები, რომელიც უმრავლესობისაა, ბუნებრივია, უნდა ჰქონდეს უმრავლესობას. დღეს დარღვეულია ეს ბალანსი და უმრავლესობის კვოტები ოპოზიციაში გადასული ფრაქციის წარმომადგენლებს აქვთ. ეს ეხება, როგორც ვიცე-სპიკერის, ასევე კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობებს.ხაზს ვუსვამ,  აქ პიროვნული საკითხები არ არის. თითოეული ეს ადამიანი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და მათ პატივს ვცემ. მაგრამ აქ პირად სიმპათია-ანტიპათიაზე არ ვსაუბრობ. ვსაუბრობ იმ კვოტაზე და იმ წესებზე დ რიგზე, რასაც  პარლამენტის რეგლამენტი განსაზღვრვს. მეტიც, ალბათ დავაყენებ მეორე ვიცე-სპიკერის თემასაც. მართალია, ეს აჭარის დეპუტაციის გადასაწყვეტია, მაგრამ რეგლამენტი ამავე დროს სხვა რეჟიმსაც ითვალისწინებს," - განაცხადა დავით საგანელიძემ.

 "თავისუფალი დემოკრატების" თანამდებობებიდან გადაყენების საკითხს დღის წესრიგში საგაზაფხულო სესიის დაწყების შედეგ დააყენებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge
თურნავა: თუ იმედის ბანკის შექმნაზე განაცხადი შემოვა, განვიხილავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics