11:59 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 12:26:25, 7440 ნახვა

Lifestyle
ოქროს გლობუსის 2018 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

უცხოური პრესის ასოციაციის მთავარი ჯილდოს - რიგით 75–ე, ოქროს გლობუსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საუკეთესო დრამატული მსახიობი კაცი გერი ოლდმანი გახდა,  საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალი კი ფრენსის მაკდრომანდი. 
საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაში  გაიმარჯვა– "სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური". 
საუკეთესო რეჟისორის ჯილდი გილერმო დელ ტორომ მიიღო. საუკეთესი კომპოზიტორი კი ალექსადნრე დეპლა გახდა. 

დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ელიზაბეტ მოსი გახდა, დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი კაცი კი სტერლინგ ბრაუნი.

საუკეთესო სატელევიზიო მინი–სერიალი“დიდი პატარა ტყუილები”. მინი–სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ნიკოლ კიდმანი, საუკეთესო მსახიობი კაცი ევან მაკგრეგორი. 
საუკეთესო სცენარისტი ფილმ “სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისურისთვის” მარტონ მაკდონაჰმა აიღო. 

საუკეთესო მულტფილმის კატეგორიაში "კოკომ” გაიმარჯვა.
საუკეთესო კომედიური შესრულებისთვის ოქროს გლობუსი მსახიობმა ჯეიმს ფრანკომ მიიღო ფილმისთვის „კატასტროფის შემსრულებელი“. 

ქალის საუკეთესო კომედიური როლისთვის ჯილდო  სირშა რონანმა მიიღო. კომედია-მიუზიკლის ჟანრში საუკეთესო ფილმს, ამ კატეგორიაში "ლედი ბიორდმა" გაიმარჯვა. 
საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში გერმანულმა სურათმა "ზღვარზე" გაიმარჯვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics