12:24 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-25 12:15:46, 799 ნახვა

მსოფლიო
ჯონ კერი: სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე რუსეთი მინსკის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე მოსკოვი მინსკის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთს ამ დრომდე არ მოუხდენია შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების სრულად რეალიზება. 

ჯონ კერიმ ასევე აღნიშნა, რომ ის აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ მიმდინარე კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. მისივე თქმით, საუბრის ერთ-ერთი თემა რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საკითხი იყო. 

შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს დონბასში  პრორუსი მებრძოლების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. მოსკოვი კი მიმდინარე კონფლიქტთან კავშირს კვლავ კატეგორიულად უარყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics