13:28 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 10:41:38, 633 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოაცხადა

წელს ჩვენი მთავრობისთვის მთავარი  გამოწვევა საქართველოში C ჰეპატიტის სრული დაძლევა იქნება და ამიტომაც 2015 წელს   C ჰეპატიტთან ბრძოლის  წლად ვაცხადებთ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გნცხადა. 

პრემიერის განმარტებით, წლების განმავლობაში C ჰეპატიტის პრობლემა  დაუძლეველი იყო და მისი გადაჭრა წარმოუდგენელი ჩანდა, თუმცა მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგად დღეს  დაავადების სრულ დაძლევაზეა საუბარი.

„ჩვენ მალე დავიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომლის მიზანია არა მარტო მედიკამენტების მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.  პროგრამაში ჩაერთვება საქართველოს C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქე და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის, პატიმრებისთვისაც.  ჯანდაცვის სამინისტრო გაამკაცრებს რეგულაციებსა და კონტროლს დაავადების პრევენციისათვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ჯანმრთელობის სამინისტროსა და პირადად მინისტრ დავით სერგეენკოს წვლილი C ჰეპატიტის პროგრამის ამოქმედებაში და მადლობა გადაუხადა მინისტრს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, შეუერთდნენ მთავრობის კამპანიას, რათა საზოგადოების მობილიზაციითა და ჩართულობით საბოლოოდ გადაიჭრას C ჰეპატიტის პრობლემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics