15:08 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 09:39:50, 671 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა მოსახლეობას გარემოს დაბინძურებისთვის გათვალისწინებული ჯარიმები შეახსენა

დღეიდან გარემოს დანაგვიანებაზე მკაცრი ჯარიმები ამოქმედდა. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ დავამკვიდროთ შესაბამისი  ჩვევები გარემოს დასაცავად და თავიდან ავიცილოთ მისი დაბინძურება, - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას  გარემოს დაბინძურებისთვის გათვალისწინებული ჯარიმების შესახებ შეახსენა და,,ნარჩენების  მართვის კოდექსის“ მიზანი კიდევ ერთხელ განმარტა.

„კოდექსის მიზანია,  მოაწესრიგოს ნარჩენების მართვის სფერო. ამ მიზნით  დაწესდა საკმაოდ მკაცრი ჯარიმები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდება. გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარიდან - 5 000  ლარამდე. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ  გარემოს დაცვა  დაბინძურებისაგან ყოველი ჩვენგანის ვალია. ეს არ იქნება რთული, თუ ყველა დავიცავთ ელემენტარულ წესებს და კანონს,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, კოდექსის აღსრულებაზე იმუშავებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიცია და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics