2015-04-20 12:32:03, 580 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ყველანაირი წინაპირობა არის დღეს იმისათვის, რომ შემოდინებები დანაკლისს დააბალანსებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსთან დაკავშირებით ზუსტი პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ კურსის დასტაბილურებას ელოდება.
"ლარის დინამიკა თუ ვატყობთ საკმაოდ დასტაბილურდა. არ არის ისეთი რევალვაციის ტემპი, თუმცა ჩვენ ველოდებით, რომ სტაბილური იქნება. ზუსტი პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ყველანაირი წინაპირობა არის დღეს იმისათვის, რომ შემოდინებები დააბალანსებს გეპს, რაც გქვონდა რეალურად",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან