2015-03-16 15:04:03, 603 ნახვა
სამართალი
თბილისში, მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლე მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული რაფაელ შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ბრალდებულმა თბილისში, არსენალის მთის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე, 1983 წელს დაბადებული სუზანა ს. მოკლა.მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა რაფაელ შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან