2015-03-16 11:25:05, 428 ნახვა
სამართალი
კახეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ჯიშის ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, კახეთის რეგიონაში ბოლო პერიოდში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 483 კუბური მეტრის სხვადასხვა ჯიშის ხე-ტყის უკანონო ჭრა.
სამინისტროს ინფორმაციით, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 67 500 ლარი შეადგინა.
„ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ფაქტის შესწავლის და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით მასალები გადაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან