12:43 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 22:23:46, 773 ნახვა

სპეციალური ანონსი
24 სექტემბრის სპეციალური ანონსი

24 სექტემბერს, 11:00 საათზე, სახალხო დამცველის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ილია ჭანტურაია ბრიფინგს გამართავს.
თემა: დავა სახალხო დამცველის წინააღმდეგ
მის: ს. ცინცაძის ქ. #46, იურიდიული კომპანია LPC-ის ოფისი
ტელ: 599 88 88 31

24 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური პროგრამების განხილვა (შედარებითი ანალიზი) გაიმართება. 

24 სექტემბერს, 12:00 საათიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ვაკის პარკში რიგით მეხუთე სამეცნიერო პიკნიკს გამართავს 
საკონტაქტო პირი ნინო ჯინჭარაძე - 555 75 70 73

24 სექტემბერს, 14:00 საათზე, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და შპს „საქარათველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში ახლად აშენებულ გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებენ.
საკონტაქტი პირები: ია გოგატიშვილი - 591 91 89 00, ელენე კერესელიძე - 598 25 19 91

24 სექტემბერს, 15:00 საათზე, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ვეტერანებს შეხვდება . მის.: ბოგდან ხმელნიცკის ქ. #149 

24 სექტემბერს, 15:00 საათზე, ბაქსვუდის სკოლაში (წყნეთი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა საფეხბურთო კლუბი ”ვარიორსი’’ გაიხსნება.

24 სექტემბრს, 16:00 საათზე, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მხატვარ Framavi-ს (მარია შუტენკოვას) ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „ლიმფა“ გაიხსნება. 

24 სექტემბერს, 20:00 საათზე, დასასვენებელ პარკ „მზიურში“ კოტე მახარაძის 90-წლის იუბილის ფარგლებში ნაჩვენები იქნება სპექტაკლი - აკაკი, რომელშიც თავად კოტე მახარაძეც მონაწილეობდა. 

24 სექტემბერს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება, სპექტაკლით „შიგნიდან - Within” (ინდოეთი). ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics