2015-03-03 15:10:31, 829 ნახვა
მსოფლიო
ჩილეში ვულკანი ვილიარიკა გააქტიურდა
ჩილეს სამხრეთ ნაწილში მდებარე ვულკანი ვილიარიკა გააქტიურდა.
BBC-ს ინფორმაციით, ვულკანმა ლავა კრატერიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე ამოაფრქვია.
ჩილეს ხელისუფლებამ, რეგიონში საფრთხის „წითელი“ დონე გამოაცხადა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
ქალაქ პუკონას მერის განცხადებით, მოსახლეობა საკუთარ სახლებს მშვიდად, პანიკის გარეშე ტოვებს.
ცნობისთვის, რომ ვულკანი ვილიარიკა ჩილეს სამხრეთ ნაწილში ზღვის დონიდან 2840 მეტრზე მდებარეობს. ის ერთ-ერთ აქტიურ ვულკანად ითვლება, რომელსაც „ცეცხლის რგოლს“ უწოდებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან