2015-03-03 13:25:06, 867 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკომ ბორის ნემცოვს გარდაცვალების შემდეგ „თავისუფლების“ ორდენი მიანიჭა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გარდაცვლილ რუს პოლიტიკოს ბორის ნემცოვს „თავისუფლების“ ორდენი მიანიჭა.
აღნიშნული ინფორმაცია პეტრო პოროშენკოს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
პოროშენკო წერს, რომ უკრაინელებისთვის ბორის ნემცოვი ყოველთვის რუსეთის პატრიოტად და უკრაინის მეგობრად დარჩება.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში დღეს რუს პოლიტიკოსს ბორის ნემცოვს დაკრძალავენ, რომელიც 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში, ვასილევსკის დაღმართზე ექვსი გასროლით მოკლეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან