05:42 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 18:48:08, 829 ნახვა

ეკონომიკა
დავით ჯალაღანიამ EUGBC-ს მიერ ორგანიზებულ ბიზნეს კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მონაწილოება მიიღო ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს (EUGBC) მიერ ორგანიზებულ ბიზნეს კონფერენციაში „ევროპული კომპანიები საქართველოში: მზარდი ვაჭრობა და ინვესტიციები".

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტების შესახებ, ასევე ფორუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ხედვა, რომელიც მიმართულია ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებისკენ.

დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედება დადებითად აისახა როგორც საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელზე, ასევე ზოგადად საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდაზე.

მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და EUGBC-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ. ამ თვალსაზრისით აღინიშნა EUGBC-სა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ ერთად ორგანიზებული ბიზნეს ფორუმები.  მან, ასევე მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიების შესახებ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics