2015-02-21 12:59:00, 894 ნახვა
მსოფლიო
მაიდანზე „ზეციური ასეულისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გრძელდება
კიევში, ევრომაიდანზე „ზეციური ასეულისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გრძელდება.
დამოუკიდებლობის მოედანზე რამდენიმე ფლეშმობი, გამოფენა და წიგნების ვაჭრობაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ წუხელ კიევის ცენტრში ევრომაიდნის დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ათი ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულების ხსოვნას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან