13:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 14:05:24, 630 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა ბეტინა კადენბახმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 140 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად: საფინანსო სექტორის მხარდაჭერა საქართველოში; ნარჩენების კლიმატისთვის უსაფრთხო მართვა II; ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II; აჭარის სოფლების წყლით მომარაგება და კანალიზაციის სისტემების მოწყობა.

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის მთავრობა უწევს  ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების, ასევე ევროპასთან  ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორი ლარს ოერმანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics