2015-02-19 16:04:25, 684 ნახვა
ეკონომიკა
კომერციულ ბანკებში 1 დოლარის შეძენა 2.20 – 2.22 ლარად არის შესაძლებელი
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარის შეძენა 2.20 – 2.22 ლარად არის შესაძლებელი.
რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის ღირებულება 2.16 - 2.18 ლარამდე მერყეობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, დღეის მდგომაროებით, 1 დოლარი 2.0839 ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0109 ლარი შეადგინა.
ამასთან, ლარი ევროსთან მიმართებაშიც უფასურდება. გუშინ, ერთი ევროს შეძენა 2.3616 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს კი, ევროს ღირებულება 2.3727 ლარს შეადგენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან