15:10 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-27 20:46:36, 961 ნახვა

პოლიტიკა
სტრატეგია აღმაშენებელი - მოვუწოდებთ რეჟიმს, შეწყვიტოს საეკლესიო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობა

პოლიტიკური პარტია "სტრატეგია-აღმაშენებელი" ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პოლიტიკური სუბიექტების ჩარევა ამ პროცესში დაუშვებელია.

პარტია, მიიჩნევს, რომ პატრიარქის არჩევა მხოლოდ წმინდა სინოდის პრეროგატივაა.

"ახალი პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით, ჩვენი მკაფიო პოზიციაა: პოლიტიკური სუბიექტების ჩარევა ამ პროცესში დაუშვებელია. პატრიარქის არჩევა მხოლოდ წმინდა სინოდის პრეროგატივაა. ჩვენ წინასწარ ვადასტურებთ პატივისცემას მათ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ.

ვხედავთ „ქართული ოცნების" მხრიდან აშკარა ჩარევას საჯარო კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით. მოვუწოდებთ რეჟიმს, შეწყვიტოს საეკლესიო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობა და ინსტიტუტის ინსტრუმენტალიზაცია.

საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. ის სრულად უნდა იყოს დაცული პოლიტიკური წნეხისგან." - წერია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics