11:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 12:24:24, 774 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: სახელმწიფოსგან შესყიდული შენობის ქვეშ არსებული მიწის დაკანონება მოხდება

პირები, კომპანიები, რომლებმაც 2010 წლამდე სახელმწიფო ქონება შეისყიდეს, შენობის ქვეშ არსებულ მიწებს მთლიანად დაიკანონებენ. აღნიშნულს მთავრობის შესაბამისი დადგენილება ითვალისწინებს, რომელიც ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო:

„კერძოდ, როდესაც გაყიდული იყო მხოლოდ შენობა-ნაგებობა და არ იყო გაყიდული მიწა, ასეთი შემთხვევები ჩვენ გვქონდა მანამდე, სანამ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი ძალაში შევიდოდა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მდგომარეობები, როდესაც შენობის ფართი არის უფრო მეტი, ვიდრე მათზე მიყოლებული მიწა.

შესაბამისად, ამ დადგენილებით ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობებს, რომ აღნიშნულმა პირებმა, კომპანიებმა მოითხოვონ შენობის ქვეშ არსებული მიწა მთლიანად, იმისათვის, რომ მოხდეს მიკუთვნება, მიუხედავად იმისა, რა იყო ჩაწერილი საპრივატიზებო დოკუმენტაციაში. ასეთი ამ წუთში ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული 100-ზე მეტი განაცხადი, თუმცა, რა ანალიზსაც ვაკეთებთ, სავარაუდოდ, 250 შემთხვევაზე გავრცელდება. რა თქმა უნდა, ზუსტად ისე, როგორც მიკუთვნებისა და აღიარების შესახებ კანონშია, მათ მოუწევთ გარკვეული საზღაურის გადახდა, რომელიც არის ტოლი ხუთმაგი წლიური საგადასახადო ოდენობის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics