16:30 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-05 17:08:09, 709 ნახვა

საზოგადოება
თოლორაია მეუფე შიოს - მე განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი

"მე არანაირ სინანულს არ ვითხოვ, მე განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი". - ამ სიტყვებით უკვე ყოფილმა  არქიმანდრიტმა ილია თოლორიამ მედიის საშუალებით მეუფე შიოს მიმართა.

"მეუფე შიომ მითხრა, რომ ჩემი განცხადებები იყო შეურაცხყოფა. თქვენ ეკლესიას და პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებ და უნდა მოინანიოო. თავიდან საუბარსაც თითქმის არ მაცდიდნენ, ჩემგან ითხოვდნენ ერთ სიტყვას - მოინანიე და გადი. მე ასე არ გავჩერდი, ვუთხარი, მათქმევინეთ სიტყვა. რაც ვთქვი ავხსნი-მეთქი. ვთქვი, რომ თქვენგან სიტყვა არ გამიგია იმაზე, რომ რუსეთი არის მტერი, ოკუპანტი, გინტურზე, ანწუხელიძეზე, ახალგაზრდები რომ დასისხლიანებულები არიან ქუჩაში, ერთი სიტყვა მათ დასაცავად თქვენგან არ გამიგია-მეთქი. მეუფემ მითხრა, მე მაქვს სიტყვა "ოკუპანტი" ნათქვამიო. ვუთხარი, ბოლო პერიოდში არსად არ გითქვამთ ეს სიტყვა.
მითხრეს, ან მოინანიე, ან ჩვენ ზომებს მივიღებთო. ამ დროს შემოდის მამა ანდრია და მეუბნება გადი გარეთო.

ანუ ფაქტიურად გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს, არ მოისმინეს ჩემი სიტყვები. გამომაგდეს და გამოსვლის დროს ანდრია ჯაღმაიძე მაწვება ხელით, მიჯიკავებს თან ისეთი ტონით მესაუბრება, ალბათ, უშოშროებაში ისწავლა ეს ტონი.

მე არანაირ სინანულს არ ვითხოვ, მე განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი, ეს არის ჩემი პასუხი მეუფე შიოს. არ მოვინანიებ არასდროს. მე პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას". - თქვა თოლორაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზეგავლენის მორიგი განახლება
პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics