02:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-26 11:20:48, 1992 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თელავში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-13 ნაკადი გადამზადდება

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა რეგიონებში გრძელდება. პროექტი, რომლის მიზანი ქალი ლიდერების 360°-იანი მხარდაჭერაა, ამჯერად თელავში განხორციელდება. პროგრამა 5-7 ოქტომბერს სასტუმრო ესკიზში მეწარმეთა ახალ ნაკადს უმასპინძლებს. სამდღიან ინტენსიურ ვორკშოპებზე მონაწილეები ბიზნესის მართვისთვის საჭირო ინფორმაციას დარგის სხვადასხვა ექსპერტისგან მიიღებენ.

პროგრამა მიზნად ისახავს ქალ მეწარმეთა ცოდნისა და უნარების გაღრმავებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა ფინანსების მართვა, ციფრული მარკეტინგი, გაყიდვების სტრატეგიები, ბიზნესის ზრდის შესაძლებლობები და სხვა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ცოდნა, გაიფართოონ პროფესიული ქსელი და გაიზიარონ თანამედროვე ბიზნესპრაქტიკა.

“ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქალებს ცოდნაზე, რესურსებსა და ახალ შესაძლებლობებზე თანაბარი  წვდომა მისცეს. თელავში დაგეგმილი ვორკშოპი სწორედ ამ მიზნის გაგრძელებაა. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ, საკუთარი იდეები რეალობად აქციონ ან უკვე არსებული ბიზნესი კიდევ უფრო გააძლიერონ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს. პროგრამაში  ასობით ქალმა მეწარმემ უკვე მიიღო მონაწილეობა.

5-7 ოქტომბრის ვორკშოპზე განაცხადების მიღება მალე დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics