12:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-02 22:18:09, 3152 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

დღეს ბათუმში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო სექტორის წევრებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მონაწილეები მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ, სადაც უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება.

მოძრაობის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში პროევროპულ აქციებზე დაკავებულ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს. მათ შორის იყვნენ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებიც. აქციის მონაწილეები ასევე შეიკრიბნენ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ოფისთან, სადაც ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ მზია ამაღლობელი „რეჟიმის ტყვეა“.

„აქციებმა კონკრეტული შედეგები უკვე მოიტანა – ხელისუფლებაში კონფლიქტებია, რაც თორნიკე რიჟვაძის მაგალითზეც ჩანს. ივანიშვილის რეჟიმი შიდა დაპირისპირებაშია ჩართული. ჩვენ არ დავიხევთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. უკვე თითქმის 250 დღეა, პროტესტს უწყვეტად ვაგრძელებთ. ქართველი ხალხი არ გატყდა – რუსულ რეჟიმს წინააღმდეგობას ვუწევთ და აუცილებლად დავამარცხებთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამ დროისთვის აჭარის მთავრობის სახლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

აქციის მიმდინარეობისას ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეეებს“, „არა არალეგიტიმურ მთავრობას“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics