15:11 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-22 15:51:20, 1800 ნახვა

საზოგადოება
ბათუმელები: მკითხველის დახმარებით, გადავიხადეთ საბიუჯეტო დავალიანება - 47 000 ლარი

გამოცემა „ბათუმელებმა” განაცხადა, რომ მკითხველის დახმარებით ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ძირი თანხა – 47 ათასი ლარი გადაიხადეს.

ამ ეტაპზე „ბათუმელებს“ გადასახდელი დარჩა ძირ თანხაზე დარიცხული საურავი და ჯარიმა: საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.

„ბათუმელების” ანგარიშს შემოსავლების სამსახურმა ინკასო 17 ივლისს დაადო. მედიამ ეს „ოცნების” მხრიდან მათი საქმიანობის შეწყვეტის სურვილს დაუკავშირა.

„ბათუმელების“ განცხადებით, ინკასოს მუქარის შემდეგ, შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს, ვალის გადასახდელად შეეთავაზებინათ გრაფიკი, რაზეც უარი მიიღეს.

მედია ამბობს, რომ ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილ ყველა სხვა ოპერაციას მიმართულია პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად.

„ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი“, – ნათქვამია „ბათუმელების“ განცხადებაში.

დღეს, 21 ივლისს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მზად არიან, მოხსნან ყადაღა მედიაორგანიზაციის ანგარიშებზე, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცენ საშუალება, დაფაროს საბიუჯეტო დავალიანება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics