2025-07-07 10:06:47, 1653 ნახვა
სამართალი
თორნიკე რიჟვაძის მადგომარეობა სტაბილურად მძიმეა
საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალში” შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა გვიან ღამით საგარეჯოში მოხდა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, რიჟვაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. ამჟამად მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, , ის საავადმყოფოშია გადაყვანილი
ავტორი: ექსპრესნიუსი,