13:20 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-05 09:52:41, 1417 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ჩერნიგოვს დრონებით შეუტიეს - დაიღუპა 5 ადამიანი

რუსებმა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე დრონებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი წლის ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი და ერთი წლის ბავშვი, რომლებიც ნანგრევების ქვეშ იპოვეს“, - განაცხადა ჩერნიგოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა.

მისივე თქმით, დაჭრილია 6 ადამიანი რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან ჰოსპიტალიზებული, სადაც ისინი ყველა საჭირო დახმარებას იღებენ.

ვიაჩესლავ ჩაუსის ინფორმაციით, თავდასხმის ადგილებში პოლიცია, მაშველები და საგანგებო სიტუაციების სხვა სამსახურები მუშაობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics