01:00 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-02 12:06:06, 1149 ნახვა

საზოგადოება
ჩინეთში ბათუმელი მეზღვაური სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა

გამოცემა აჭარა თაიმსის ცნობით, ჩინეთში, ბათუმელი მეზღვაური ტრაგიკულად, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.

როგორც გამოცემა წერს, სხვა გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია - მეზღვაურის ცხედარი საქართველოში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ, შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აჭარა თაიმსთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, სააგენტოში ჯერ ოფიციალური განცხადება არ შესულა.

"აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში არ შემოსულა ოფიციალური განცხადება გემთმფლობელის და/ან მეზღვაურის ოჯახის წევრებისგან რაიმე სახის დახმარების გაწევის თაობაზე. ამასთან, ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე, სააგენტოს არ აქვს უფლება გასცეს ინფორმაცია გარდაცვლილი მეზღვაურის შესახებ". – განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, აჭარა თაიმსის ცნობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics