01:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-26 16:14:51, 1135 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან

„დამხობა რეჟიმს და თავისუფლება ტყვეებს“ - ამ სლოგანით საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

პარლამენტის შენობასთან მისვლამდე ისინი ფილარმონიასთან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან, სადაც ასევე პროტესტის მონაწილეები იკრიბებიან. ამის შემდგომ კი პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

აქციის მონაწილეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან და სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას“, „არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა“, „უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

“აქცია მრავალფეროვანი საზოგადოების მიერ იქნა ორგანიზებული. დღეს სულ სხვა სიტუაციაა, როდესაც აქცია სრულიად საზოგადოებამ დააორგანიზა . პარლამენტთან იქნებიან სტუდენტები, პოეტები, რეჟიმის ტყვეების ოჯახები, პოლიტიკოსები და ა. შ. მთავარია ერთიანობის შენარჩუნება. დღეს შესაძლოა იყოს პროვოკაციები, მთავარია არ წამოვეგოთ პროვოკაციებს და საკადროსად აღვნიშნოთ ეს დღე.

დამხობა რეჟიმს და თავისუფლება ტყვეებს”, მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ჭანტურიამ აქციაზე მყოფებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics