2025-05-23 13:16:04, 1458 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსულ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ლიპეცკის ოლქში მდებარე ქარხანა ენერგიაზე იერიში მიიტანა.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ქარხნის ტერიტორიაზე 10-მდე აფეთქება მოხდა.
რუსული მხარის თქმით, საწარმოში გაჩნდა ხანძარი, საჭირო გახდა პერსონალის ევაკუაცია, დაშავდა რამდენიმე ქარხნის თანამშრომელი.
ქარხანა ენერგია აწარმოებს აკუმულატორებს, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებისთვის. ასევე ბატარეებს ავიაციისა და ფლოტისთვის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,