03:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 21:09:51, 1381 ნახვა

საზოგადოება
TV პირველის ინფორმაციით, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს ტვინის შერყევა აქვს

“ტვ პირველის” კორესპონდენტმა მარიამ მაკასარაშვილმა ჟურნალისტური საქმიანობის დროს მომხდარი თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარიამ მაკასარაშვილის გამოკვლევების პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ჟურნალისტი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს ყოფილი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ სახეში მუშტი ჩაარტყა. ჟურნალისტს თავისა და თვალის არეში ძლიერი ტკივილი აღენიშნება.

ცნობისთვის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ შინჯიკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა.

ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics