2025-05-12 10:45:54, 836 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი - საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა
საქართველოს ხელმძღვანელობა უნდა შეეგუოს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, - განაცხადა გუნბამ.
მისი თქმით, თბილისთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთის „სუვერენიტეტის“ აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პირობით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,