2025-05-07 19:42:59, 981 ნახვა
საზოგადოება
სუს-ი აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებაზე - შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე
საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განცხადება გაკეთდა - კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მათივე ცნობით, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სუს-ის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეების გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,