|
2016-03-15 11:08:35, 720 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ მომხმარებლებისთვის მასტერქარდის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო
11 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით, „ვითიბი ბანკის“ კლიენტებს, რომლებსაც აქვთ ნებისმიერი ტიპის მასტერქარდ ბარათი, შეუძლიათ ჩაერთონ წამახალისებელ გათამაშებაში და მოიგონ მთავარი პრიზი, საგზური მილანში ორ ადამიანზე UEFA -ს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებად. ბანკის ინფორმაციით, მასტერქარდ ბარათით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია შესაძლებელია გახდეს მომგებიანი. ამისთვის საჭიროა მომხმარებელმა გაატაროს მასტერქარდის ნებისმიერი ბარათი საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში განლაგებულ პოს-ტერმინალებში ან გამოიყენოს ის ონლაინ შესყიდვების დროს. გათამაშება შედგება 2016 წლის 27 აპრილს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან დოლურადან ბილეთების შემთხვევითი შერჩევით. მასტერქარდის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია: • მომხმარებელი ფლობდეს ვითიბი ბანკის მიერ ემიტირებულ მასტერქარდის ნებისმიერი სახის ბარათს • 11 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით გაატაროს მასტერქარდის ბარათი საქართველოსა და საზღვარგარეთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების პოს-ტერმინალებში და ონლაინ შესყიდვების დროს. • განახორციელოს ტრანზაქცია ნებისმიერ თანხაზე.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)