2025-04-09 20:50:57, 852 ნახვა
საზოგადოება
პროტესტის 133-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა
პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.
საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი 133-ე დღეა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
აქციის პარალელურად, 21:00 საათზე, პირველი სკოლის წინ დაგეგმილია ფილმის ჩვენება: „ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს“.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებმა ღამე გაათენეს.
დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და საჯარო მოხელეებს შორის, რომლებიც 9 აპრილის მემორიალთან მიახლოებასა და მემორიალის ყვავილებით შემკობას გეგმავდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,