09:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 16:24:57, 746 ნახვა

საზოგადოება
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი - სხდომაზე თანამშრომლებს, ვისაც გვაქვს კრიტიკული პოზიცია არ მოგვეცა საშუალება, კითხვები დაგვესვა

ვასილ მაღლაფერიძე შეეცადა პროცედურულად ისე დაესრულებინა [სამეურვეო საბჭოს] სხდომა, რომ ჩვენთვის სიტყვის უფლება არ მოეცა - თანამშრომლებს, ვისაც გვაქვს კრიტიკული პოზიცია არ მოგვეცა საშუალება, რომ შევსულიყავით და კრიტიკული კითხვები დაგვესვა, - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას პირდაპირი ეთერით შეეძლო ენახა, „რა სამარცხვინო ხრიკებით მოქმედებს სამეურვეო საბჭოს უმრავლესობის შემადგენლობა“.

„დღეს ვასილ მაღლაფერიძე მეორე ვადით აირჩიეს თავმჯდომარედ და ჩვენ, თანამშრომლებს, ვისაც გვაქვს კრიტიკული პოზიცია, ფაქტები, კონკრეტულად მაუწყებლის მუშაობასთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ პოლიტიკური ინტერესების გატარებასთან დაკავშირებით, არ მოგვეცა საშუალება, რომ შევსულიყავით, დაგვესვა ის კრიტიკული კითხვები, რომელიც გვაქვს კონკრეტულად მაუწყებელთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოქმედებებთან დაკავშირებით. ვასილ მაღლაფერიძე შეეცადა პროცედურულად ისე დაესრულებინა სხდომა, რომ ჩვენთვის სიტყვის უფლება არ მოეცა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, საკუთარი თავის რა ლუსტრაცია მოახდინა საბჭოს

8 წევრმა წინა სამარცხვინო სხდომაზე. ახლა ისინი არიან შეშინებულები, გაურბიან შეკითხვებს, იმიტომ, რომ არ აქვთ პასუხები,“ - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს სხდომის პარალელურად, პირველი არხის ახალ შენობასთან აქცია გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics