2025-03-17 13:45:44, 541 ნახვა
სამართალი
აფგან სადიგოვს 161 დღე შიმშილობის შემდეგ, სამედიცინო კვლევებიც კი არ ჩატარებია - ცოლი
პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვის ინფორმაციით, მის ქმარს 161 დღე შიმშილობის შემდეგ სამედიცინო კვლევებიც კი არ ჩატარებია.
"დღეს ველაპარაკე, დამირეკა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ადამიანს, რომელიც ამდენი დღე შიმშილობდა, სამედიცინო კვლევებიც კი არ ჩატარებია. მითუმეტეს ისეც ძალიან სუსტადაა. მის ჯანმრთელობაზე ვშფოთავ. მხოლოდ დღიურ მსუბუქ საკვებს აძლევენ. ესაა და ეს. არ ვიცი, რატომ, თუმცა, ცხადია, ისევ დავალებას ასრულებენ. ივანიშვილის რეჟიმი ალიევის რეჟიმზე უარესია", - ამბობს აფგან სადიგოვის ცოლი
ავტორი: ექსპრესნიუსი,