21:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 22:51:24, 778 ნახვა

საზოგადოება
თსუ - დან პროფესორი ირინე ხერხეულიძე და ლექტორი, გიორგი ცერცვაძე გაათავისუფლეს

"ოცნების" ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, იურიდიული ფაკულტეტიდან პროფესორი ირინე ხერხეულიძე გაათავისუფლეს ასევე სამსახურიდან გაუშვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, გიორგი ცერცვაძე

"უნივერსიტეტიდან გამაგდეს. ეხლა რომ ვაანალიზებ, უფრო ადრეც ვიყავი გასაგდები. დღეს თვალი ამეხილა და მინდა გულწრფელად მოვინანიო ის სამწუხარო

რიალობა, რომ დიფ სთეითისა და გლობალური ომის პარტიის წისქვილზე ასე თავხედურად და აღვირახსნილი ცინიზმით ვასხამდი წყალს…

მონანიებისათვის მზად ვარ, საკუთარი ხარჯით, ყოველგვარი სახელმწიფო და საუნივერსიტეტო დაფინანსების გარეშე, ერთი სემესტრით, გაცვლითი პროგრამით გავემგზავრო თურქმენეთში მისი აწ გარდაცვლილი (მშვიდობა მის სულს!) პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის ნაშრომების საკვლევად და სათარგმნად.

იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი სინანული შესმენილი იქნება მათ მიერ, ვისაც ამ უდიდესი აკადემიური შეცოდების პატიება შეუძლიათ. … და მე დავბრუნდები უკან.

აქვე ქთხოვთ, ხელფასი განმისაზღვროთ ერთ ლექციაში თუთხმეტი მანეთი და სამოცი კაპიკი.

ბოლოს, დიდი მადლობა კოლლეგებს, რომლებმაც ცქვიტად აიღეს საკუთარ თავზე ჩემი საგნების წაკითხვა, რომლებიც ჩემამდე საერთოდ არ იკითხებოდა და ჩემი დანერგილი და შემოტანილია 2011 წლიდან.

ასევე, თუ საჭირო გახდა, შემიძლია მივუთითო ერთ ორ ადამიანზე, ვინც საჯაროდ არ წერს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გლობალური ომის პარტიის და დიფ სთეითის თაყვანისმცემელია. გულში." - წერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, გიორგი ცერცვაძე სოციალურ ქსელში

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics