|
2025-03-09 17:56:14, 898 ნახვა
საზოგადოება
პროტესტის მონაწილე სტუდენტებმა თეატრალური უნივერსიტეტის შენობა პოლიციის მესამედ მისვლის შემდეგ დატოვეს
თეატრალურ უნივერსიტეტში მესამედ მისულმა პოლიციამ სტუდენტებს შენობის დატოვება აიძულა. სამართალდამცველებმა ახალგარზრდებს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ თუ შენობას არ დატოვებდნენ, მათ დააკავებდნენ. შენობიდან გამოძევებული სტუდენტები ამბობენ, რომ მათი ბრძოლა გრძელდება და ის ბევრად უფრო მძაფრი იქნება.
თეატრალურთან ისევ იმყოფებიან მსახიობები, რომლებიც სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ. ნინო კასრაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტსი ადმინისტრაცია და პოლიცია ძალადობრივად მოქმედებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტებს შენობის დატოვება მოსთხოვეს. ადმინისტრაციამ მიზეზად სადეზინფექციო სამუშაოები დაასახელა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა შენობის დატოვებაზე უარი თქვეს, ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოჩნდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდები 5000 - 5000 ლარით დააჯარიმეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)