05:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-09 12:19:24, 771 ნახვა

საზოგადოება
ახალი თეატრის რეგიონებში სვლას აგრძელებს - დღეს მანიფესტი გორში გაიმართება

ახალი თეატრის "მანიფესტი" რეგიონებში სვლას აგრძელებს. ამჯერად საპროტესტო წარმოდგენა გორშია ჩანიშნული. სტიქიის გამო, რასაც გურიაში საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, გაფიცულ მსახიობებს პაუზა ჰქონდათ აღებული. ისინი დიდთოვლობის ეპიცენტრში იყვნენ და მოქალაქეებს ფიზიკურად ეხმარებოდნენ, თუმცა დღეიდან პროტესტი რეგიონებში გრძელდება.

მანიფესტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 19:00 საათზე გაიმართება. 

მსახიობები ამბობენ, რომ გორში გულთბილ დახვედრას ელოდებიან, სადაც მოქალაქეების პრობლემების შესახებაც მოისმენენ. 

ვიყავით 4 სხვადასხვა ქალაქში, თუმცა გორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მგონია და კიდევ უფრო სხვა პასუხისმგებლობაა პირადად ჩემთვის, იმიტომ, რომ ეს არის რეგიონი, სადაც ადამიანებმა თავის თავზე იწვნიეს და თვითონ იყვნენ უშუალოდ ჩართულები იმ საშინელებაში, რასაც არ გავიხსენებ ახლა. ძალიან რთული მგონია ჩვენი მხრიდან, მათ სწორად მივაწოდოთ ჩვენი პოზიცია, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი მგონია, როცა ჩვენ გავიდვართ რეგიონში, ჩვენ არ მივდივართ იმისთვის, რომ მათ მხოლოდ ვესაუბროთ და ჩვენი ვუთხრათ - არა, ჩვენ მივიდვართ იქ, რომ მათ მოვუსმინოთ, - ამბობს მსახიობი ანა ქურთუბაძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics