05:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 12:31:54, 515 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივი პროექტ „ქართული სიძველეების“ შესახებ საზოგადოებას სიახლეებს გააცნობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა პროექტ „ქართული სიძველეების" ფარგლებში მოძიებული საარქივო მასალის გამოქვეყნება დაიწყო.

საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალურ და რეგიონულ არქივებში ქართული სიძველეების შესახებ მნიშვნელოვანი დოკუმენტებია დაცული: სიები, ფოტოები, ჩანახატები, ნახაზები. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი XVIII-XX საუკუნეებში საქართველოდან განძის გატანის ყველაზე მასშტაბური შემთხვევები (ბატონიშვილების ქონება, ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზნული განძი, საფრანგეთში გატანილი სიძველეები და ა. შ.). განძის დიდი ნაწილი უკან  დაბრუნდა, თუმცა ნაწილი დაიკარგა ან უცხოეთის სხვადასხვა მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაშია განთავსებული. ამ საკითხის კვლევაში საარქივო მასალა შეუცვლელი წყაროა.

პროექტზე ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილება რამდენიმე წელია მუშაობს. მოძიებული და ანოტირებულია ათეულობით ფოტო და წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ქართული სიძველეების საკითხს შეეხება. პროექტის მიზანია აღნიშნულ თემაზე ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების თავმოყრა, შესწავლა, მონოგრაფიული ნაშრომისა და ალბომის მომზადება.

ეროვნული არქივი პროექტზე მუშაობას განაგრძობს და საზოგადოებას ეტაპობრივად წარუდგენს გამოვლენილ სიახლეებსა და კვლევის შედეგებს.

პროექტის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/kartuli-sidzveleebi-1





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics