2025-02-24 20:12:21, 509 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოიშალა
ბათუმში თაბუკაშვილის პირველ ნომერში, ორ სართულიანი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოიშალა.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ისინი დახმარებას ადგილობრივ მთავრობას სთხოვენ.
„ექსპრესნიუსთან“ საუბარში, ბათუმის მერიამ განაცხადა, რომ დაზარალებულ ოჯახებს უწყება უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანს, შემდეგ კი ადგილის შესწავლა მოხდება.
„შემთხვევის ადგილზე ჩვენი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ოჯახების მდგომარეობა ჩვენთვის ცნობილია, უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანთ. ვისაც დასჭირდება, ყველას აღმოვუჩენთ სათანადო დახმარებას.“ - აღნიშნეს უწყებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,