2025-02-20 21:38:05, 573 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ვიდეო
რუსთავეის გამზირი გადაიკეტა. მიუხედავად სამართალდამცავების დიდი რაოდენობით მობილიზებისა, მოქალაქეებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი მაინც გადაკეტეს, მოქალაქეების ინფორმაციით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან და ჭიჭინაძის ქუჩაზე შავნიღბიანი პოლიციელები არიან მობილიზებულები.
პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაძრული საპროტესტო მარშიც შეუერთდება სულ ცოტახანში. მოთხოვნები უცვლელი რჩება, დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და უპირობოთ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, რომლებიც აქციებზე დააპატიმრეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,