21:03 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 09:42:37, 372 ნახვა

საზოგადოება
თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-თბილისის რეისს ასრულებდა, უკან, მოსკოვის აეროპორტში დაბრუნდა

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-თბილისის რეისს ასრულებდა, უკან, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაბრუნდა.

ავიაკომპანიის საიტზე გამოქვეყნებული მოკლე ცნობით, თვითმფრინავი მოსკოვში დაბრუნდა „ტექნიკური მიზეზის“ გამო. კონკრეტულად რა პრობლემა შეექმნა თვითმფრინავს, მითითებული არ არის. ნათქვამია, რომ თბილისში მგზავრებს ჩაიყვანენ „სარეზერვო ბორტით".

„აზიმუტის“ თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 19 თებერვალს 05:00 საათზე უნდა დაშვებულიყო. აეროპორტის საიტზე, რეისების ჩამონათვალში მითითებულია, რომ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან „აზიმუტის“ ეს რეისი გადადებულია.

საიტზე გამოქვეყნებულ განრიგში მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან „აზიმუტის“ თვითმფრინავის ჩამოსვლის მომდევნო დროდ მითითებულია 14:20 საათი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics